vendredi 7 septembre 2018

თვალის აგებულება

პროექტი 
 როგორ მოქმედებს კომპიუტერი მოზარდების მხედველობაზე
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ კომპიუტერის ზეგავლენა თანატოლების მხედველობაზე და შეიმუშაონ რეკომენდაციები თანატოლებისთვის მხედველობის დარღვევების თავიდან ასაცილებლად.
მთავარი  იდეა: თვალის დაზიანების პრევენცია კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას.
მნიშვნელობა/აქტუალობა: კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებასთან ერთად,  კომპიუტერულმა პროგრამების გამოყენებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით მოსწავლეებისათვის, რომლებიც გარდა საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო პროგრამებისა ხშირად დიდ დროს უთმობენ სხვადასხვა თამაშებს. კომპიუტერთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად ზიანდება თვალი. ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია თვალის აგებულების შესახებ, თუ რა სირთულეები შეიძლება მოყვეს თვალის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. პრევენციის მიზნით აუცილებელია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ჯანმრთელობის შენარჩუნება.
მიზნები და შედეგები:
ü  მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება - „კომპიუტერის ზეგავლენა მხედველობაზე“
ü  პრევენციული ზომების გატარება სამიზნე ჯგუფთან
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას კომპიუტერის/მობილური ტელეფონის გავლენის შესახებ მოზარდების მხედველობაზე. ანკეტირების საშუალებით შეისწავლიან მოზარდებში მხედველობის დარღვევების სიხშირეს და მიზეზებს. მიიღებენ ინფორმაციას ოფთალმოლოგისგან მოზარდებში მხედველობის დარღვევების სიხშირისა და მიზეზების შესახებ. გააკეთებენ დასკვნებს. შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მხედველობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. შექმნიან პოსტერებს/ბუკლეტებს რეკომენდაციებით და წარუდგენენ თანატოლები. მოაწყობენ პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას თანატოლებისთვის.
შეფასების საგანი  და პროცედურები: მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებლი რუბრიკით, მათ შორის: ინფორმაციის მოძიების, ჯგუფში მუშაობისა და პრეზენტირების.
წინასწარი ცოდნა: თვალის აგებულების ცოდნა
სასწავლო მასალა  და ტექნიკური რესურსები: კომპიუტერი (ინტერნეტი), პროექტორი,  საკანცელარიო (ფლიფჩარტი, ფერადი და თეთრი A4 ქაღალდი, ფანქრები, ფლომასტერები, მარკერები)
სასწავლო პროექტის მსვლელობა: 
ü  მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას კომპიუტერის/მობილური ტელეფონის გავლენის შესახებ მოზარდების მხედველობაზე.
ü  შეიქმნიან ანკეტებსა თუ კითხვარებს.
ü  ანკეტირების საშუალებით შეისწავლიან მოზარდებში მხედველობის დარღვევების სიხშირესა და მიზეზებს.
ü  გააკეთებენ ანალიზს და მოახდენენ მასალის დამუშავებას მათემატიკური აპარატის გამოყენებით.
ü  ჩაწერეთ ინტერვიუ მოზარდებში მხედველობის დარღვევების სიხშირესთან და გამომწვევ მიზეზებთან  დაკავშირებით.
ü  მიიღებენ ინფორმაციას ოფთალმოლოგისგან მოზარდებში მხედველობის დარღვევების სიხშირისა და მიზეზების შესახებ.
ü  გააკეთებენ დასკვნებს.
ü  შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მხედველობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.
ü  შექმნიან პოსტერებს/ბუკლეტებს რეკომენდაციებით და წარუდგენენ თანატოლები. მოაწყობენ პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას თანატოლებისთვის.
მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 3-4 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფებში.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შემუშავებული რეკომენდაციები, ბუკლეტები, კედლის გაზეთი, ბლოგის შექმნა (განთავსდება ეტაპობრივად პროექტის ყველა ეტაპი).




რომელი პროდუქტები უწყობს ხელს თვალის ჯანმრთელობას

პრეზენტაცია - ამნიოცენტეზი